უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : წყალტუბო

სრული ინფორმაცია

წყალტუბო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, იმერეთში მდებარეობს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ქ. ქუთაისი, დასავლეთით სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით ცაგერის და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით ბაღდათისა და ვანის რაიონები.

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიას 707.5 კვ.მ. უკავია.

წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი ძალზე ორიგინალური ჰიდროგეოლოგიური აგებულებით გამოირჩევა. აქ ზღვის ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, მოკლე ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ჰაერის ტემპერატურის მხრივ  წყალტუბო ერთ-ერთი თბილი კუთხეა საქართველოში. საშუალო წლიური ტემპერატურა - 15 გრადუსია.  ყველაზე ცხელი აგვისტოს საშუალო ტემპერატურა -28-30 გრადუსია. ყველაზე ცივი თვეების იანვარ-თებერვლისა - 5 გრადუსი. საშუალო წლიური ტენიანობა 76 პროცენტია.

ძირითადი მინერალური რესურსია წყალტუბოს ცნობილი სამკურნალო თერმული წყალი, რომელიც ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით უნიკალურია. მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა რადიოაქტივობა. წყალი შეიცავს  კეთილშობილ  აირს, რადონის ემანაციას, აზოტის დიდ რაოდენობას და ჰელიუმს. რის გამოც მას აიროვან-აზოტიანი წყლების კლასს მიაკუთვნებენ. წყალტუბოს წყაროები  გამოყენებულია რევმატიზმებით. სახსრებისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემით დაავადებულთა სამკურნალოდ. სასარგებლოა აგრეთვე გულის, ნერვოზის, სისხლის ძარღვების, სკლეროზისა და ვენების დაავადების სამკურნალოდ.

წყალტუბოს ბუნებრივი სიმდიდრეა ტყე. რომლის საერთო ფონდი 2008 წლისათვის 24685 ჰექტარს შეადგენდა. 

წყალტუბოს ტერიტორიაზე არის საქვეყნოდ ცნობილი სათაფლიის ნაკრძალი, რომელიც 345 ჰექტარს მოიცავს.  სახელწოდება სათაფლია დაკავშირებულია გარეულ ფუთკართან, რომელიც სათაფლიის კლდეებზე იკეთებდა ბუდეს. 

აქ არის დინოზავრების  ნაკვალევი და კარსტული გამოქვაბული, რომელიც მდიდარია სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით. მას 270 კვ.მეტრი ფართობი უჭირავს. ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნახავთ პრომეთეს მღვიმეს. 

 წყალტუბოს ტერიტორიაზე ოთხი მოქმედი მუზეუმი ესენია: გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - ქ. წყალტუბოში, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი - სოფელ ჩუნეშში, გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმი - სოფელ დერჩში და ჯარისკაცის სახლ-მუზეუმი - სოფელ ოფშკვითში.

ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია: მე-11 საუკუნის ნათლისცემის ეკლესია სოფელ დერჩში, მე-12 საუკუნის ციხე-დარბაზი - სოფელ გეგუთში, მე-12 საუკუნის ეკლესია - სოფელ ზარათში, მე-12 საუკუნის უნიკალური ხის ეკლესიები - სოფელ ფარცხანაყანევში, სოფელ ზედა მესხეთსა და ქვედა მესხეთში.

 

წყალტუბო

სასტუმრო წყალტუბო პლაზა
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : სასტუმროები

წყალტუბო, რუსთაველის ქ. #15ა

0436220808

სასტუმრო წყალტუბო პლაზა

სასტურმო „წყალტუბო პლაზა“ სტუმარს სთავაზობს თანამედროვე, კეთილმოწყობილ გარემოს და რაც მთავარია, ჭეშმარიტად გამორჩეულ სერვისს.

სასტუმრო მდებარეობს ქალაქ წყალტუბოს ცენტრში, მთავარ მოედანზე.  

სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს რამოდენიმე ბარნეოლოგიური ცენტრი, რაც წყალტუბოში დასვენებას უფრო მიმზიდველს ხდის.  

სასტუმრო სტუმარს ასარჩევად სთავაზობს 5 სხვადასხვა ტიპის 76 ნომერს, როგორც სტანდარტულს ასევეაპარტამნეტს.

წყალტუბო პლაზას მთავარი აქცენტი არის მაღალი ხარისხის სერვისი და სტუმრისმოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება.  

ჩვენი მიზანია სტუმრების დასვენება არამარტო ჯანმრთელობისათვის სასარგებლო გავხადოთ, არამედწყალტუბოში დასვენება კულტურულ შემეცნებითად საინტერესო იყოს.  

ვებ-გვერდიwww.tskaltuboplaza.ge

 

Linkedin