უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : ზესტაფონი

სრული ინფორმაცია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია იმერეთის მხარეში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ყვირილას ორივე სანაპიროზე. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ხარაგაულის რაიონი, ჩრდილოაღმოსავლეთით ჭიათურის რაიონი, დასავლეთით თერჯოლის რაიონი, სამხრეთდასავლეთით ბაღდათის რაიონი.

მუნიციპალიტეტის  შემადგენლობაშია ერთი საქალაქო, ერთი სადაბო და 17 თემის (56 სოფელი).  აქ გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, საქართველოს საავტომობილო ტრასა, ასევე სარკინიგზო მაგისტრალი. მიედინება მდინარეები: ყვირილა, ძირულა, ჩოლაბური.  

მუნიციპალიტეტში თავმოყრილია ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის სოლიდური ნაწილი. რომელთა შორის მნიშვნელოვანია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. 

ზესტაფონს დიდი პოტენციალი აქვს ტურისტული თვალსაზრისით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 23 ისტორიული ძეგლია შემორჩენილი, მათ შორის გამოირჩევა  ანტიკური ხანის ციხე – ქალაქი შორაპანი, რომელიც ძვ. წ.აღ. მე – 3 საუკუნეში ააგო ქართლის მეფე ფარნავაზმა. შორაპანი დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა. შორაპნის ციხეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად უამრავი საინტერესო მასალაა ნაპოვნი, რომელიც ინახება მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

მე–7 მე– 8 საუკუნით თარიღდება ტაბაკინის წმ. გიორგი სახელობის მამათა მონასტერი, რომელიც გამოირჩევა არქიტექტურით, მე – 16 საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით.

1992 წლიდან მონასტერთან დაარსდა კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენი „ტაბაკინი“  ამ ხნიდან მოყოლებული ძაღლსაშენში მიმდინარეობს ინტესიური სელექციური მუშაობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს მრავალი ციხე–სიმაგრე და ეკლესია–მონასტრები. მე–11 საუკუნით თარიღდება წევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც მე–16  მე–17 საუკუნეების მოხატულობაა შემორჩენილი. სოფელ როდინაულში მაცხოვრის ეკლესია, ქვედა საქარაში „თამარ მეფის ხიდი“.  სოფელ როდინაულში მაცხოვრის ეკლესია, კვალითში ბარბაწმინდას ეკლესია, სადაც გადმოცემის თანახმად წმ. ბარბარეს ხელის მტევანი ინახება.

ზესტაფონში მდებარეობს საქარის საცდელი სადგურის ღვინის საცავი, სადაც უნიკალური ჯიშის ღვინოებია დაცული.

ცალკეულ სოფლებში იმართება სახალხო დღესასწაულები კერძოდ, სოფელ ცხრაწყაროში, მსოფლიოში ცნობილი მელოდიის ავტორის ვარინკა წერეთლის უკვდავსაყოფად ყოველ წელს იმართება ქართული ხალხური სიმღერების ფესტივალი „სულიკო“.

მუნიციპალიტეტში მოქმედებს საქვეყნოდ აღიარებული მსახიობის, უშანგი ჩხეიძის სახლ–მუზეუმი. ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც უნიკალური მასალებია დაცული.                                            

ზესტაფონი

შორაპნის ციხე (ვიდეო)
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : ღირშესანიშნაობები

შორაპნის ციხე (ვიდეო)

 

შორაპნის ციხე – ქალაქი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარეობსიქ მოსახვედრად გზამკვლელი არ დაგჭირდებათ რადგან ზესტაფონის გზისპირიდანაც კარგად ჩანს ციხექალაქის ნანგრევები

ციხე-ქალაქის ფართობი 6000 კვ.მეტრს აღემატება. მდებარეობს ზღვის დონიდან 100  მეტრის სიმაღლეზე.

შორაპნის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები 1983 წელს დაიწყო.

მთლიანად გაიწმინდა მიმდებარე ფართობი და გამოჩნდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები, ნაწილობრივ ჩრდილოეთის კედელი, რომელიც ყველაზე მეტადაა დაზიანებული. 

არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილია ოთხკუთხა ბურჯის მაგვარი კოშკი, გაწმენდილია ნაგებობის იატაკი, რომლის ქვემოთ კიდევ უფრო ძველი ნაგებობის კედლები აღმოჩნდა, რომელშიც ჩაშენებულია წყალგაუმტარი ხსნარით შელესილი ავზი.

არქეოლოგების მიერ ნაპოვნი იქნა, ასევე, ადგილობრივი და უცხოური თიხის ადამინის ჭურჭელი, რკინის ნივთები. 

გათხრებით დადასტურდა, რომ X_XI  საუკუნეებში შორაპანში ცხოვრება აქტიურად მიმდინარეობდა.

ქუთაისიდან შორაპნის ციხემდე მანძილი 40 კმ შეადგენსრომელსაც ავტომობილით 40 წუთში დაფარავთ.

შორაპნის ციხემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ მოხვდებითსამაგიეროდსაქალაქთაშორისო ტრანსპორტით შეძლებთ გადაადგილებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.

ზესტაფონის ცენტრიდან შორაპნის ციხე 5.5 კილომეტრში მდებარეობსრომლის გავლასაც ავტომობილით წუთს მოანდომებთ.

Linkedin