უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : ზესტაფონი

სრული ინფორმაცია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია იმერეთის მხარეში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ყვირილას ორივე სანაპიროზე. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ხარაგაულის რაიონი, ჩრდილოაღმოსავლეთით ჭიათურის რაიონი, დასავლეთით თერჯოლის რაიონი, სამხრეთდასავლეთით ბაღდათის რაიონი.

მუნიციპალიტეტის  შემადგენლობაშია ერთი საქალაქო, ერთი სადაბო და 17 თემის (56 სოფელი).  აქ გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, საქართველოს საავტომობილო ტრასა, ასევე სარკინიგზო მაგისტრალი. მიედინება მდინარეები: ყვირილა, ძირულა, ჩოლაბური.  

მუნიციპალიტეტში თავმოყრილია ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის სოლიდური ნაწილი. რომელთა შორის მნიშვნელოვანია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. 

ზესტაფონს დიდი პოტენციალი აქვს ტურისტული თვალსაზრისით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 23 ისტორიული ძეგლია შემორჩენილი, მათ შორის გამოირჩევა  ანტიკური ხანის ციხე – ქალაქი შორაპანი, რომელიც ძვ. წ.აღ. მე – 3 საუკუნეში ააგო ქართლის მეფე ფარნავაზმა. შორაპანი დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა. შორაპნის ციხეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად უამრავი საინტერესო მასალაა ნაპოვნი, რომელიც ინახება მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

მე–7 მე– 8 საუკუნით თარიღდება ტაბაკინის წმ. გიორგი სახელობის მამათა მონასტერი, რომელიც გამოირჩევა არქიტექტურით, მე – 16 საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით.

1992 წლიდან მონასტერთან დაარსდა კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენი „ტაბაკინი“  ამ ხნიდან მოყოლებული ძაღლსაშენში მიმდინარეობს ინტესიური სელექციური მუშაობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს მრავალი ციხე–სიმაგრე და ეკლესია–მონასტრები. მე–11 საუკუნით თარიღდება წევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც მე–16  მე–17 საუკუნეების მოხატულობაა შემორჩენილი. სოფელ როდინაულში მაცხოვრის ეკლესია, ქვედა საქარაში „თამარ მეფის ხიდი“.  სოფელ როდინაულში მაცხოვრის ეკლესია, კვალითში ბარბაწმინდას ეკლესია, სადაც გადმოცემის თანახმად წმ. ბარბარეს ხელის მტევანი ინახება.

ზესტაფონში მდებარეობს საქარის საცდელი სადგურის ღვინის საცავი, სადაც უნიკალური ჯიშის ღვინოებია დაცული.

ცალკეულ სოფლებში იმართება სახალხო დღესასწაულები კერძოდ, სოფელ ცხრაწყაროში, მსოფლიოში ცნობილი მელოდიის ავტორის ვარინკა წერეთლის უკვდავსაყოფად ყოველ წელს იმართება ქართული ხალხური სიმღერების ფესტივალი „სულიკო“.

მუნიციპალიტეტში მოქმედებს საქვეყნოდ აღიარებული მსახიობის, უშანგი ჩხეიძის სახლ–მუზეუმი. ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც უნიკალური მასალებია დაცული.                                            

ზესტაფონი

კაცხის სვეტი–კლდეზე აგებული ტაძარი (Video)
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : ღირშესანიშნაობები

კაცხის სვეტი–კლდეზე აგებული ტაძარი (Video)

 

კაცხის სვეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც  გავრცელებული იყო VI საუკუნეში, წინა აზიასა და უპირველე სყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.

 ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით. 

ქუთაისიდან კაცხის სვეტი 64 კილომეტრით არის დაშორებული. ავტომობილით იქ მოსახვედრად საათი და 15 წუთი დაგჭირდებათ. 

შეგიძლიათ ქუთაისიდან ზესტაფონის მიმართულებით იმგზავროთ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით. 

ზესტაფონის ცენტრიდან კაცხის სვეტი 30 კილომეტრით არის დაშორებულირომლის გავლასაც ავტომობილით 45 წუთს მოანდომებთ

Linkedin