უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : ქუთაისი

სრული ინფორმაცია

ძვ.წ. XIII-VII საუკუნეებში ქუთაისი იყო საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთი მდებარე უძველესი ქართული სახელმწიფოს - კოლხას მთავარი ქალაქი. 

VIII საუკუნეში ქუთაისის ციხე-ქალაქის აშენება და მისი სატახტო ქალაქად გამოცხადება ძველი ქუთაისის ციხე-სიმაგრის ნანგრევებზე მოხდა.

საქართველოს გაერთიანების ხანიდან 978-დან - 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქს წარმოადგენდა. XVI საუკუნიდან ქუთაისი იმერეთის სამეფოს დედაქალაქია, ხოლო XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის საგუბერნიო ქალაქი. ქუთაისი იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც აერთიანებს მხარის 12 მუნიციპალიტეტს. 

ქალაქი შედარებით ახლოს იმყოფება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ისეთ მნიშვნელოვან საპორტო ქალაქებთან, როგორიცაა ფოთი და ბათუმი. ორივე ამ პუნქტთან ქუთაისს აქვს პირდაპირი სარკინიგზო და საავტომობილო კავშირი. მანძილი რკინიგზით ბათუმამდე შეადგენს 139 კმ-ს, ხოლო ფოთამდე 103 კმ-ს. მანძილი საქართველოს დედაქალაქამდე 221 კილომეტრია. უახლოესი აეროპორტი - კოპიტნარი 20 კმ-ზე. 

ქუთაისი მდებარეობს რკინიგზებისა და გზატკეცილების ხშირი ქსელის ცენტრში, ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალით იგი უკავშირდება სადგურ რიონიდან და ბროწეულიდან გამოყვანილი ორი დამოუკიდებელი ხაზით (თითოეული - 8კმ.) ამიერკავკასიის ყველა სამრეწველო ცენტრს. 

ქალაქი გაშენებულია კავკასიონის მთებიდან მომავალ მდინარე რიონზე (უძველესი სახელი ფაზისი) აღმოსავლეთის გრძედის 420 და 421 და ჩრდილოეთის განედის 420 და 171, ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 96-235 მეტრ დონეზე. 

ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქშია განლაგებული. აქ უფრო თბილი ჰავაა, ვიდრე ამავე განედზე მდებარე სხვა მეზობელ მხარეებში. 

წყარო: imereti.gov.ge

ქუთაისი

10 ადგილი ქუთაისში, რომელიც უნდა ნახო (ვიდეო)
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : ღირშესანიშნაობები

10 ადგილი ქუთაისში, რომელიც უნდა ნახო (ვიდეო)

1. ქუთაისის ცენტრალური მოედანი:

დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალური მოედანი ქუთაისის მთავარი, ცენტრალური ნაწილია. 

მოედანი უძველესია,  სადაც ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრია განთავსებული. აქ არის ქალაქის ყველაზე დიდი მოსასვენებელი სკვერი.

მოედნის ცენტრში, ასევე, ნახავთ კოლხურ შადრევანს, სადაც არქეოლოგიური მონაპოვარის მიხედვით, ქართული საგანძურის ელემენტები, ფიგურებია გამოსახული. 

2. ქალაქ-მუზეუმი:

ქუთაისში, ქალაქ - მუზეუმის ნაწილში  ყურადღებას იქცევს "მონ პლაზირის" თაღი. ამ თაღის არსებობა ქართულ კინოს უკავშირდება, სადაც 1912 წლიდან ქართული კინოფილმების ჩვენება იმართებოდა. 

ქალაქ-მუზეუმის ნაწილს ეკუთვნის პუშკინის ქუჩაც, სადაც ვიწრო ქუჩაზე გვერდიგვერ-ჩაყოლებულ სავაჭრო ობიექტებსა და კაფე-ბარებს ნახავთ.  

3. "მწვანე ბაზარი":

ქუთაისის ცნეტრალური ბაზარი ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. 
ბაზარში თითოეულ მოვაჭრეს საკუთარი სტელაჟი აქვს, სადაც პროდუქტს ჰყიდის. გასაყიდად გატანილი მრავალფეროვანი იმერული პროდუქტი ტურისტების ყურადღებას იქცევს.

ბაზარი დილის 9 საათიდან 17 საათამდე მუშაობს.

4. ოქროს ჩარდახი:

ოქროს ჩარდახი — იმერეთის მეფეთა რეზიდენცია გახლდათ, რომელიც ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზეა განთავსებული.

თავდაპირველი რეზიდენციის შესახებ ცნობები მხოლოდ მოგზაურთა თხზულებებმა შემოინახა. იტალიელი მოგზაურის ამბროჯიო კონტარინის ცნობით, XV საუკუნის II ნახევარში აქ იმერეთის მეფის, ბაგრატ II-ის სასახლე იდგა.

რეზიდენციის ნაგებობათაგან დღეს შემორჩენილია მხოლოდ ერთი — ე.წ. მცირე სახლი. შენობის კედლები ნატეხი და რიყის ქვითაა ამოყვანილი, წყალდიდობისგან დასაცავად გამიზნული პირველი სართული ყველა მხრიდან თაღებით არის გახსნილი.

ნაგებობა XIX საუკუნეში გადაკეთდა, ხოლო საბოლოო სახე 1960-იან წლებში მიიღო.

5. ბაგრატის ტაძარი:

ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მე -11 საუკუნის არქიტექტურული ძეგლია, ტაძარი გამორჩეულია როგორც კულტურულ-არქიტექტორული, ასევე ისტორიული მნიშვნელობით. იგი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ ითვლება.

ბაგრატის ტაძარი ერთ- ერთი პირველი ძეგლია საქართველოდან, რომელიც იუნესკომ 1994 წელს გელათის მონასტერთან ერთად მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ბაგრატი მოქმედი ტაძარია.

6. მწვანე ყვავილას პანთეონი:

მწვანე ყვავილას პანთეონი 1956 წელს დაარსდა, სადაც ცნობილი ადამიანები, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეებია დაკრძალული. 

პანთეონიდან აქედან კოლხეთის დაბლობის ულამზესი ხედი იშლება. 

აქვე ნახავთ მე-19 საუკუნის ეკლესიას. ასევე უძველესი თავდაცვითი კოშკს.  

7. თეთრი ხიდი:

თეთრი ხიდი 166 წლისაა. თავდაპირველად ხიდი ხისგან იყო დამზადებული.
ხის ხიდი რკინით 1872 წელს შეიცვალა.

თეთრი ხიდის რკინის კონსტრუქცია საფრანგეთიდან ჩამოიტანეს. 

ქუთაისის ისტორიული ხიდიდან ქალაქის დანარჩენი ხიდებიც ჩანს, ასევე აქედან ქუთაისის ცენტრალური ნაწილის მთლიანი ხედი იშლება. 

8. გაპონოვის ქუჩა:

ბორის გაპონოვის ქუჩა ქალაქის ისტორიული ნაწილია, სადაც 1815 წელსა და 1886 წელს აგებული სინაგოგებია განთავსებული. ამ უბანში ქუთაისში ებრაელები ცხოვრობდნენ. სინაგოგები დღემდე მოქმედია. 

9. მუზეუმები:

ქუთაისის ისტორიული მუზეუმი 1912 წელს დაარსდა.

ამჟამად მუზეუმში 250,000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. არქეოლოგიურ განყოფილებაში ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის უამრავი ნიმუშია დაცული,ასევე შუასაუკუნეების ოქრომჭედლობის შედევრები. მუზეუმის ბიბლითეკა 40 ათასამდე წიგნს იტევს. ხელნაწერთა ფონდში 800 მდე ტექსტია, სადაც ყველაზე ძველი მე- 11 საუკუნის სახარებაა.

გალერეა  - ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა 1976 წელს დაფუძნდა მუზეუმში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი - 18 ექსპონატს აქვს მინიჭებული. მათ შორის გენიალური მხატვრის ნიკო ფიროსმანის სამ ნამუშევარს.

10. საბაგირო:

საბაგირო ქუთაისში 56-ე წელია ფუნქციონირებს. საბაგირო გზის დანიშნულება ქალაქის ცენტრიდან (anjafariZis skveri) გაბაშვილის პარკის მიმართულებით მგზავრების გადაყვანაა.

ჰაერში დაკიდული რკინის ვაგონებით ქალაქის ლამაზი ხედების სიმაღლიდან დათვალიერებაა შესაძლებელი.

საბაგიროთი მგზავრობა ერთი ადამიანისთვის 1 ლარი ღირს. 

Linkedin