უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : ბაღდათი

სრული ინფორმაცია

ბაღდათის რაიონი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, მდინარე ხანისწყლის აუზში.

ფართობი 815 კვ. კმ.  ზღვის დონიდან 200 მ.

რაიონული ცენტრი ქ. ბაღდათი. ქ. ქუთაისიდან 25 კმ-ში. 

ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული. 

ბაღდათი ისტორიულ წყაროებში პირველად XVII საუკუნის I ნახევარში იხსენიება, თუმცა   ბაღდათის რაიონის ტერიტორიაზე უხსოვარი დროიდან უცხოვრია ადამიანს. ზეკარის ხეობაში აღმოჩენილია ნეოლითის ხანის კაჟის საყოფაცხოვრებო და საბრძოლო ნივთები.

ბაღდათის რაიონი მდიდარია ისტორიულ–ხუროთმოძღვრული ძეგლებით. ბაღდათის რეგიონში აგებულია ძირითადად ბაზილიკის ტიპის ეკლესიები და ტაძრები, თუმცა გვხვდება გუმბათოვანი ტაძრებიც.

ბაღდათის რაიონში მდებარეობს ორი კლიმატურ-ბანლეოლოგიური კურორტი „საირმე“ და „ზეკარი“.

ბაღდათის განთქმულია ვაზით და მეღვინეობით. აქ მოიპოვება ისეთი უნიკალური ტექნიკური (საღვინე) ჯიშები, როგორებიცაა: კრახუნა, ცოლიკაური, ციცქა, დონდღლაბი, კუნძა, ობჩური ძველშავი, ენდელაძის შავი, ალადასტური, ოცხანური საფერე და სხვა. ყველა ამ ჯიშებიდან დგება შესანიშნავი სუფრის ღვინოები, მზადდება პორტვეინისა და ხერესის ტიპის ღვინო-მასალები, აგრეთვე ღვინიდან იხდება მაღალხარისხოვანი ბრენდის (კონიაკის) სპირტი.

 ადმინისტრაციული ცენტრის მისამართი: წერეთლის ქ. №9

წყარო: imereti.gov.ge

ბაღდათი

კურორტი საირმე (ვიდეო)
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : ღირშესანიშნაობები

კურორტი საირმე (ვიდეო)

 

საირმე, ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი, ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან 25 კილომეტში მდებარეობს.

პირველი წყაროები საირმის წყლების შესახებ XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან გვხვდება. ხალხში გავრცელებული თქმულებით, წყალი დაჭრილ ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს.

გაზირებული მინერალური წყალი მიზანშეწონილია ნივთიერებათა ცვლის ბალანსის რეგულირებისთვის.

პროდუქტი გაჯერებულია კალციუმის ბიკარბონატით, რომელიც ძვლოვან სისტემას ამაგრებს და ხელს უწყობს ანთებითი პროცესის შეჩერებას. გაზირებული მინერალური წყალი გამოიყენება ღვიძლის, შარდსადენი გზების, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის დარღვეული ფუნქციების აღსადგენად; ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი მავნე პროდუქტების გამოყოფას.

კურორტ საირმეში მინერალური წყლების მიღება უფასოდ შეიძლება. 

Linkedin