უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : ჭიათურა

სრული ინფორმაცია

ჭიათურა მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში, იმერეთის რეგიონში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თბილისიდან 220 კმ-ის დაშორებით (რკინიგზით).

ჭიათურაში საკმაოდ ნოტიო ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა +13%, იანვარი +2%, ივლისი +23%, აბსოლუტური მინიმუმი -20, აბსოლუტური მაქსიმუმი +42 ნალექები 1100 მმ. წელიწადში.

ჭიათურის წარმოშობა და განვითარება მთლიანად  განაპირობა აქ აღმოჩენილმა მანგანუმის მდიდარმა საბადომ, თუმცა, როგორც არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს,ჭიათურის მიდამოები, ისევე,როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული.

ჭიათურაში მრავალი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია.  განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კაცხის სვეტი.(სოფ.კაცხი).მდინარე კაცხურას პირას აღმართულია ქვის გიგანტური, 40 მეტრამდე სიმაღლის სვეტი, რომლის თხემზე ასვლას მხოლოდ ალპინისტები ახერხებენ.

ჭიათურის აღმოსავლეთით კლდეშია გამოკვეთილი მე-13 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი მღვიმევის მონასტერი. აქ არსებული ღვთაების ეკლესიის შესასვლელი შემკულია ქვაზე ამოკვეთილი ულამაზესი ქართული ორნამენტებით.                                                                                

ჭიათურიდან დასავლეთით, სოფელ კაცხში მდებარეობს მეათე საუკუნის ექვსფასადიანი ეკლესია.

სალ კლდეშია გამოკვეთილი სვერის ციხე ბუნებრივი აივნითა და ქვითკირის მოაჯირით დამშვენებული. ვახუშტი ბატონიშვილის მოსაზრებით,  სვერის ციხე მერვე საუკუნეშია აგებული.

ჭიათურა მდინარია მანგანუმით. მუნიციპალიტეტში მანგანუმის საბადო პირველად გერმანელმა გეოლოგმა აკადემიკოსმა ჰერმან  აბიხმა აღმოაჩინა 1846 წელს.

გარდა მანგანუმის მადნისა, ჭიათურის რაიონი მდიდარია კვარცის სილით,რომელიც ბევრ ადგილას მძლავრი ფენების სახით გამოდის მიწის ზედაპირზე და ადვილად დასამუშავებელია.

ჭიათურა ბაგირგზების ქალაქია. არსად ისე არ  არის დაქსელილი ზეცა ბაგირგზებით,როგორც მანგანუმის ქალაქში. პირველი სამგზავრო ბაგირგზა ჭიათურაში 1900 წელს აიგო,პირველი სამგზავრო ბაგირგზა-1948 წელს.

უნიკალურია ქალაქის ცენტრში აგებული სამმხრივი მოძრაობის სამგზავრო ბაგირგზა,რომელიც აკავშირებს ქალაქის ცენტრს ტერასებად გაშენებულ განაპირა ქუჩებთან.

 

ჭიათურა

4 ადგილი ჭიათურაში, რომელიც უნდა ნახო
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : ღირშესანიშნაობები

4 ადგილი ჭიათურაში, რომელიც უნდა ნახო

          1.   კაცხის სვეტი: 

კაცხის სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). 

ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. 2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დაიწყო სვეტზე არსებული ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. 

 2.    კაცხის ტაძარი:

ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი. ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. 

ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. 

 3.    სვერის ციხე:

სვერის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა, რომელიც შემორჩენილია ნანგრევების სახით. სვერის ციხის აგების თარიღად მიჩნეულია VI-VII საუკუნეების მიჯნა. ისტორიული წერილობითი წყაროების მონაცემების თანახმად, სვერის ციხე უკვე არსებობდა მურვან-ყრუს შემოსევების დროს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა მისი აღება. 

 4.    საბაგირო:

ჭიათურის ძველი საბაგირო ტურისტების ინტერესის საგანია. საბაგირო ვაგონი რკინისგანაა დამზადებული. ის ჭიათურაში საბჭოთა პერიოდიდან არსებობს.

 

Linkedin