რეგიონი : იმერეთი
მუნიციპალიტეტი : წყალტუბო
წყალტუბო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, იმერეთში მდებარეობს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ქ. ქუთაისი, დასავლეთით სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით ცაგერის და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით ბაღდათისა და ვანის რაიონები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას 707.5 კვ.მ. უკავია.
წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი ძალზე ორიგინალური ჰიდროგეოლოგიური აგებულებით გამოირჩევა. აქ ზღვის ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, მოკლე ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ჰაერის ტემპერატურის მხრივ წყალტუბო ერთ-ერთი თბილი კუთხეა საქართველოში. საშუალო წლიური ტემპერატურა - 15 გრადუსია. ყველაზე ცხელი აგვისტოს საშუალო ტემპერატურა -28-30 გრადუსია. ყველაზე ცივი თვეების იანვარ-თებერვლისა - 5 გრადუსი. საშუალო წლიური ტენიანობა 76 პროცენტია.
ძირითადი მინერალური რესურსია წყალტუბოს ცნობილი სამკურნალო თერმული წყალი, რომელიც ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით უნიკალურია. მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა რადიოაქტივობა. წყალი შეიცავს კეთილშობილ აირს, რადონის ემანაციას, აზოტის დიდ რაოდენობას და ჰელიუმს. რის გამოც მას აიროვან-აზოტიანი წყლების კლასს მიაკუთვნებენ. წყალტუბოს წყაროები გამოყენებულია რევმატიზმებით. სახსრებისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემით დაავადებულთა სამკურნალოდ. სასარგებლოა აგრეთვე გულის, ნერვოზის, სისხლის ძარღვების, სკლეროზისა და ვენების დაავადების სამკურნალოდ.
წყალტუბოს ბუნებრივი სიმდიდრეა ტყე. რომლის საერთო ფონდი 2008 წლისათვის 24685 ჰექტარს შეადგენდა.
წყალტუბოს ტერიტორიაზე არის საქვეყნოდ ცნობილი სათაფლიის ნაკრძალი, რომელიც 345 ჰექტარს მოიცავს. სახელწოდება სათაფლია დაკავშირებულია გარეულ ფუთკართან, რომელიც სათაფლიის კლდეებზე იკეთებდა ბუდეს.
აქ არის დინოზავრების ნაკვალევი და კარსტული გამოქვაბული, რომელიც მდიდარია სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით. მას 270 კვ.მეტრი ფართობი უჭირავს. ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნახავთ პრომეთეს მღვიმეს.
წყალტუბოს ტერიტორიაზე ოთხი მოქმედი მუზეუმი ესენია: გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - ქ. წყალტუბოში, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი - სოფელ ჩუნეშში, გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმი - სოფელ დერჩში და ჯარისკაცის სახლ-მუზეუმი - სოფელ ოფშკვითში.
ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია: მე-11 საუკუნის ნათლისცემის ეკლესია სოფელ დერჩში, მე-12 საუკუნის ციხე-დარბაზი - სოფელ გეგუთში, მე-12 საუკუნის ეკლესია - სოფელ ზარათში, მე-12 საუკუნის უნიკალური ხის ეკლესიები - სოფელ ფარცხანაყანევში, სოფელ ზედა მესხეთსა და ქვედა მესხეთში.
ბალნეოლოგიური კურორტი
რუკაზე ჩვენება
კატეგორია : სასტუმროები
ქ. წყალტუბო, კურორტის პარკი, წყარო #6
(+995) 555 59 49 45
ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო მსოფლიოში ცნობილი კურორტია.
სს „ბალნეოსერვისი“-ს #6 და #1 წყაროების შენობები უშუალოდ წყაროებზეა აგებული (მინერალური წყლის გრიფონებზე). ეს ორი წყარო კეთილმოწყობილია, მათში მოთავსებულია ხუთი აუზი სამკურნალო მინერალური წყლით, 50 ინდივიდუალური სამკურნალო წყლის აბაზანა, 16 ჰიდრომასაჟის კაბინეტი, სამი ჰორიზონტალური გაჭიმვის კაბინეტი და ა.შ.
წყალტუბოს მინერალური-რადონული წყალი გამოიყენება შემდეგ დაავადებების სამკურნალოდ:
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ართროზები, ართრიტები, დისკოგენური რადიკულიტები და სხვა.)
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (პოსტინფარქტული მდგომარეობა, შუნტირების შემდგომი პერიოდი, ჰიპერტენზია და სხვა)
- ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (ნევროზი, ცენტრალური სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნევრიტი და ნეიროპათიები და სხვა)
- გინეკოლოგიური დაავადებები (ანთებითი პროცესები, უნაყოფობა და სხვა)
- უროლოგიური დაავადებები (ანთებითი დაავადებები, იმპოტენცია)
- კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეკზემა, ნეიროდერმიტი და სხვა)
- ენდოკრინული სისტემის დაავადებები (დიფუზური ჩიყვი, პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტის ზოგიერთი ფორმები და სხვა)
აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ, შემუშავებული გვაქვს შესაბამისი სამკურნალო პროგრამები, რომლებიც ინიშნება ინდივიდუალურად - პაციენტის საერთო მდგომარეობისა და დიაგნოზის გათვალისწინებით.
აღნიშნულ პროგრამებში, გამოიყენება 17 სხვადასხვა სახის სამკურნალო პროცედურა: მინერალური წყლის აბაზანები, წყალქვეშა(ჰიდრომასაჟი),სამკურნალო ფიზკულტურა აუზში, კლასიკური სამკურნალო მასაჟი,ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა მინ.წყალში,ფიზიოთერაპია, პრესოთერაპია, გინეკოლოგიური ირიგაცია, შხაპი“შარკო“ , „ცირკულარული „ შხაპი, მექანოთერაპია წყალში, პელოიდოთერაპია, ჰიდროკოლონოთერაპია