რეგიონი : იმერეთი
მუნიციპალიტეტი : ქუთაისი
ძვ.წ. XIII-VII საუკუნეებში ქუთაისი იყო საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთი მდებარე უძველესი ქართული სახელმწიფოს - კოლხას მთავარი ქალაქი.
VIII საუკუნეში ქუთაისის ციხე-ქალაქის აშენება და მისი სატახტო ქალაქად გამოცხადება ძველი ქუთაისის ციხე-სიმაგრის ნანგრევებზე მოხდა.
საქართველოს გაერთიანების ხანიდან 978-დან - 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქს წარმოადგენდა. XVI საუკუნიდან ქუთაისი იმერეთის სამეფოს დედაქალაქია, ხოლო XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის საგუბერნიო ქალაქი. ქუთაისი იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც აერთიანებს მხარის 12 მუნიციპალიტეტს.
ქალაქი შედარებით ახლოს იმყოფება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ისეთ მნიშვნელოვან საპორტო ქალაქებთან, როგორიცაა ფოთი და ბათუმი. ორივე ამ პუნქტთან ქუთაისს აქვს პირდაპირი სარკინიგზო და საავტომობილო კავშირი. მანძილი რკინიგზით ბათუმამდე შეადგენს 139 კმ-ს, ხოლო ფოთამდე 103 კმ-ს. მანძილი საქართველოს დედაქალაქამდე 221 კილომეტრია. უახლოესი აეროპორტი - კოპიტნარი 20 კმ-ზე.
ქუთაისი მდებარეობს რკინიგზებისა და გზატკეცილების ხშირი ქსელის ცენტრში, ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალით იგი უკავშირდება სადგურ რიონიდან და ბროწეულიდან გამოყვანილი ორი დამოუკიდებელი ხაზით (თითოეული - 8კმ.) ამიერკავკასიის ყველა სამრეწველო ცენტრს.
ქალაქი გაშენებულია კავკასიონის მთებიდან მომავალ მდინარე რიონზე (უძველესი სახელი ფაზისი) აღმოსავლეთის გრძედის 420 და 421 და ჩრდილოეთის განედის 420 და 171, ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 96-235 მეტრ დონეზე.
ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქშია განლაგებული. აქ უფრო თბილი ჰავაა, ვიდრე ამავე განედზე მდებარე სხვა მეზობელ მხარეებში.
წყარო: imereti.gov.ge
როგორ გადავაადგილდეთ ქუთაისში
რუკაზე ჩვენება
კატეგორია : ტრანსპორტი
ქუთაისში გადაადგილება მარტივია და შეიძლება ითქვას, იაფიც. შეგიძლიათ იმგზავროთ როგორც საქალაქო ტრანსპორტით (ავტობუსი-მიკროავტობუსი), ასევე, საკუთარი ავტომანქანით ან ტაქსით.
საავტომობილი მოძრაობის ხაზი - მარჯვენა.
***
ქალაქში ჩამომსვლელი ვიზიტორებისთვის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობის შემთხვევაში, ბოლო გაჩერების ძირითადი ადგილი, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ავტოსადგური (McDonald"-თან) გახლავთ. (ჭავჭავაძის გაზირი #67). აქედან შეძლებთ როგორც ქუთაისის ცენტრში გადაადგილებას, ასევე, იმერეთის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მგზავრობას.
სადგურიდან ქუთაისის ცენტრში მოხვედრას მარტივად მოახერხებთ, როგორც საქალაქო ავტობუსით, ასევე, მიკროავტობუსით. არცერთ შემთხვევაში ბილეთის წინასწარ ყიდვა არ არის საჭირო. მგზავრობის საფასურს, თავად მძღოლს უხდი, ტრანსპორტიდან ჩამოსვლის დრო.
საქალაქო ავტობუსით ქუთაისში გადაადგილება თოთოეულ გზაზე 40 თეთრი, ხოლო მიკროავტობუსით 50 თეთრი დაგიჯდებათ.
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტი ზამთრის პერიოდში 07:00- საათიდან 22-საათამდე მუშაობს, ხოლო ზაფხულის პერიოდში მუშაობას 23:00 საათზე ასრულებენ. მოძრაობის ინტერვალი საშუალოდ 5-10 წუთია.
ჭავჭავაძირის სადგურის გარდა, ქუთაისში საავტობუსო და მიკროსაავტობუსო ტრანსპორტის გაჩერების ძირითადი ადგილი, ასევე, გახლავთ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებული გაჩერება და წითელი ხიდის ტერიტორია.
თუ ქალაქში გადაადგილებისთვის საქალაქო ტრანსპორტით მოძრაობა არ გსურთ, შეგიძლიათ კერძო ტაქტით იმგზავროთ. ქუთაისის მასშტაბით ტაქსით გადაადგილება საშუალოდ, 3-7 ლარი დაგიჯდებათ.
ასევე, ქალაქის ცენტრიდან ძირითად ტურისტულ ატრაქციებამდე მისვლას ფეხითაც შეძლებთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ქუთაისში ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის მიუხედავად, შეიძლება გზა არ დაგითმონ. ამიტომ, ყურადღებით დააკვირთით, აჩერებს თუ არა მძღოლი ავტომანქანას ზებრა გადასასვლელზე.
ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი ქუთაისში:
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირიდან ქალაქის ცენტრის და პირიქით, ქალაქის ცენტრიდან (წითელი ხიდიდან) ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი:
#1 წრიული მიკროავტობუსი - სამუშაო საათები: 07:00 -საათიდან 20:00-საათამდე, ინტერვალი 5–6 წუთი, ფასი- 0,50 ლარი.
#1 ავტობუსი - სამუშაო საათები: 08:00-საათიდან 19:00-საათამდე. ინტერვალი 8–9 წუთი, ფასი - 0,40 ლარი.
#20 მიკროავტობუსი - სამუშაო საათები: 07:00-საათიდან 21:00-საათამდე, ინტერვალი 25 წუთი, ფასი - 0,50 ლარი.
#6 მიკროავტობუსი - ნინოშვილის ქუჩის გავლით ჭავჭავაძის ავტოსადგურამდე. სამუშაო საათები - 07:00-საათიდან 20:00-საათამდე. ინტერვალი 7 წუთი, ფასი 0,50 ლარი.
#23 მიკროავტობუსი - აღამაშენებლის გამზრის გავლით. სამუშაო საათები - 07:00-საათიდან 22:00-საათამდე. ინტერვალი 10-12 წუთი, ფასი - 0,50 ლარი
#23ა მიკროავტობუსი - ჭავჭავაძე–აღმაშენებლი-კინოსაქართველოს გაჩერება. სამუშაო საათები - 07:00-საათიდან 20:00 საათამდე, 10–12 წუთიანი ინტერვალით. ფასი- 0,50 ლარი.
#34 /34 ა,(მარჯენა– მარცხენა) მიკროავტობუსი, ჭავჭავაძე ცენტრალური მოედანი, (სვეტებთან). სამუშაოს სააათები - დილის 07 :00-საათიდან 21:00-საათამდე, 8–7 წუთიანი ინტერვალი. ფასი - 0,50 ლარი.
#48 მიკროავტობუსი - სამუშაო საათები - 07:00-საათიდან 21:00 საათამდე. ინტერვალი 8–10 წუთი, ფასი - 0,50 ლარი.
50 მიკროავტობუსი - მოძრაობს ქალაქის მთელ ტერიტორიაზე– ჭავჭავაძე, ცენტრალური მოედანი, ავტოქარხანა– წითელი ხიდი. სამუშაოს საათები - 07:00-საათიდან 22:00-საათამდე, ინტერვალი7–8 წუთი. ფასი - 0,50 ლარი.
#200 და #1 წრიულები - ჭავჭავაძე -სავაჭრო ცენტრი„ქარვასლა”. სამუშაო საათები - 07: 00-საათიდან 22:00 საათამდე, 10 წუთიანი ინტერვალი. ფასი- 0,50 ლარი.