რეგიონი : იმერეთი
მუნიციპალიტეტი : ქუთაისი
ძვ.წ. XIII-VII საუკუნეებში ქუთაისი იყო საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთი მდებარე უძველესი ქართული სახელმწიფოს - კოლხას მთავარი ქალაქი.
VIII საუკუნეში ქუთაისის ციხე-ქალაქის აშენება და მისი სატახტო ქალაქად გამოცხადება ძველი ქუთაისის ციხე-სიმაგრის ნანგრევებზე მოხდა.
საქართველოს გაერთიანების ხანიდან 978-დან - 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქს წარმოადგენდა. XVI საუკუნიდან ქუთაისი იმერეთის სამეფოს დედაქალაქია, ხოლო XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის საგუბერნიო ქალაქი. ქუთაისი იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც აერთიანებს მხარის 12 მუნიციპალიტეტს.
ქალაქი შედარებით ახლოს იმყოფება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ისეთ მნიშვნელოვან საპორტო ქალაქებთან, როგორიცაა ფოთი და ბათუმი. ორივე ამ პუნქტთან ქუთაისს აქვს პირდაპირი სარკინიგზო და საავტომობილო კავშირი. მანძილი რკინიგზით ბათუმამდე შეადგენს 139 კმ-ს, ხოლო ფოთამდე 103 კმ-ს. მანძილი საქართველოს დედაქალაქამდე 221 კილომეტრია. უახლოესი აეროპორტი - კოპიტნარი 20 კმ-ზე.
ქუთაისი მდებარეობს რკინიგზებისა და გზატკეცილების ხშირი ქსელის ცენტრში, ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალით იგი უკავშირდება სადგურ რიონიდან და ბროწეულიდან გამოყვანილი ორი დამოუკიდებელი ხაზით (თითოეული - 8კმ.) ამიერკავკასიის ყველა სამრეწველო ცენტრს.
ქალაქი გაშენებულია კავკასიონის მთებიდან მომავალ მდინარე რიონზე (უძველესი სახელი ფაზისი) აღმოსავლეთის გრძედის 420 და 421 და ჩრდილოეთის განედის 420 და 171, ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 96-235 მეტრ დონეზე.
ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქშია განლაგებული. აქ უფრო თბილი ჰავაა, ვიდრე ამავე განედზე მდებარე სხვა მეზობელ მხარეებში.
წყარო: imereti.gov.ge
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
რუკაზე ჩვენება
კატეგორია : ტრანსპორტი
დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისიდან 14 კილომეტრში, ხოლო თბილისიდან 200 კილომეტრში მდებარეობს.
მისი უპირატესობა შეღავათიანი ფრენებია, რომელსაც ახორციელებს დავალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air.
ხელსაყრელი კლიმატური პირობების და ინფრასტრუქტურის წყალობით, ქუთაისის აეროპორტი სათადარიგო მნიშვნელობისაა - აქ ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში შესაძლებელია რეისის მართვა.
აეროპორტი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით, გააჩნია 2,500 მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. აეროპორტს ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შეუძლია.
მიმართულებები და ფრენები ქუთაისიდან:
wizz air ge -ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახორციელებს მილანის, ბარსელონას, ბერლინის, ბუქარესტის, ათენის, სალონიკის და ბევრი სხვა ევროპული ქალაქის მიმართულებით. მიმართულელები და ფასები იხილეთ სრულად:
პარკინგის მომსახურება აეროპორტში:
ავტოსადგომი მოიცავს 124 ავტომობილის სადგომს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებს.
პარკინგის ღირებულება არის 1 ლარი/სთ, ხოლო 7-დან 24 საათამდე პარკირების შემთხვევაში 7 ლარი.
კონტაქტი:
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (კოპიტნარის დასახლება)
ტელ.: 0431 23 70 00; 0431 23 70 01
Email: infodesk@airports.ge
ვებ-გვერდი: www.kutaisi.aero
ტრანსპორტირება:
საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგავრობა შეგიძლიათ კომპანია „Georgian Bus“-ის სამარშრუტო მიკროავტობუსებით .
ტრანსფერის დრო აეროპორტიდან და აეროპორტის მიმართულებით მორგებულია ავიარეისების განრიგზე.
ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში: www.georgianbus.com/booking 24/7 ცხელი ხაზი: +995 555 397 387
სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას, ასევე, ახორციელებს კომპანია "OMNIBUS". მოძრაობის განრიგსა და მგზავრობის ღირებულებაზე ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: omnibusexpress.ge
ტაქსი:
აეროპორტის ტერმინალის შენობის გასასვლელთან არის A2B/“Georgian Bus“-ის ტაქსის სადგომი. ტაქსის წინასწარ დაჯავშნა შესაძლებელია „Georgian Bus“-ის ვებ-გვერდზე: www.georgianbus.com
ტაქსით მგზავრობა ქუთაისის ცენტრამდე დაახლოებით 20 ლარი დაგიჯდებათ.