უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : ვანი

სრული ინფორმაცია

ვანის მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია იმერეთის მხარეში1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად.

ვანის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: სულორიყუმური და სხვები. მდინარეებს სათავეები მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე აქვთ, ზღვის დონიდან 1500მ.

მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა სამშენებლო მასალები:  ანდეზიტი,  ბაზალტი,  ალებასტრი  (ინაშაური),  კერამიკული თიხა,  კირქვა (ისრითი),  მინერალური წყლები (ინაშაური,  სულორიჭოკინა),  თერმული წყლები (ამაღლება, სულორი).

ვანში 44 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 42 სოფელი

ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა. სავარგულებს უკავია 16,2ჰა. ვაზის მთავარი ჯიშებია: ცოლიკოურიციცქა და ალადასტური. განვითარებულია აგრეთვე მებოსტნეობა.

მუნიციპალიტეტის მთავარი სატრანსპორტო კვანძია ქალაქი ვანი, რომელიც საავტომობილო გზებით უკავშირდება ქალაქებს: ქუთაისსბაღდათსსამტრედიას და ლანჩხუთს. ქალაქი უკავშირდება კავკასიის ძირითად სარკინიგზო მაგისტრალებს ქუთაისიდან და სამტრედიიდან.

ვანის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმი. ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტია ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი. 

მსოფლიოში  ,,ოქრომრავალი კოლხეთი“-ს სახელით ცნობილი გამოფენის ყველა ექსპონატი მოპოვებულია ვანის ანტიკური ნაქალაქარის გათხრების შედეგად, რომლის დიდი ნაწილი დაბრუნდება მუზეუმში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე არის ბალნეოლოგიური კურორტი სულორი, რომელიც განთქმულია თავისი თერმული და მინერალური წყლებით.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, მე-19 საუკუნის მიწურულს დაიბადა ორი შეუდარებელი პოეტი - გალაკტიონი და ტიციანი.  გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების ისტორიული სახლ- მუზეუმების ახლოს მოქმედებს მათივე სახელობის მუზეუმი.

წყარო: imereti.gov.ge

ვანი

გოგირდის აბანო ვანში
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : ღირშესანიშნაობები

გოგირდის აბანო ვანში

ერთ-ერთი გოგირდის აბანო ვანში, მდ. რიონის სანაპიროზე მდებაროებს. ის ვანში შესვლამდე, გადასახვევში, გზიდან, დაახლოებით, 300 მეტრში მდებაროებს. იქ მოხვედრა, ძირითადად, კერძო ავტომობილით შეგიძლიათ. თერმული წყლებით სარგებლობას ღია სივრცეში უფასოდ შეძლებთ. 

Linkedin