უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : წყალტუბო

სრული ინფორმაცია

წყალტუბო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, იმერეთში მდებარეობს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ქ. ქუთაისი, დასავლეთით სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით ცაგერის და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით ბაღდათისა და ვანის რაიონები.

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიას 707.5 კვ.მ. უკავია.

წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი ძალზე ორიგინალური ჰიდროგეოლოგიური აგებულებით გამოირჩევა. აქ ზღვის ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, მოკლე ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ჰაერის ტემპერატურის მხრივ  წყალტუბო ერთ-ერთი თბილი კუთხეა საქართველოში. საშუალო წლიური ტემპერატურა - 15 გრადუსია.  ყველაზე ცხელი აგვისტოს საშუალო ტემპერატურა -28-30 გრადუსია. ყველაზე ცივი თვეების იანვარ-თებერვლისა - 5 გრადუსი. საშუალო წლიური ტენიანობა 76 პროცენტია.

ძირითადი მინერალური რესურსია წყალტუბოს ცნობილი სამკურნალო თერმული წყალი, რომელიც ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით უნიკალურია. მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა რადიოაქტივობა. წყალი შეიცავს  კეთილშობილ  აირს, რადონის ემანაციას, აზოტის დიდ რაოდენობას და ჰელიუმს. რის გამოც მას აიროვან-აზოტიანი წყლების კლასს მიაკუთვნებენ. წყალტუბოს წყაროები  გამოყენებულია რევმატიზმებით. სახსრებისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემით დაავადებულთა სამკურნალოდ. სასარგებლოა აგრეთვე გულის, ნერვოზის, სისხლის ძარღვების, სკლეროზისა და ვენების დაავადების სამკურნალოდ.

წყალტუბოს ბუნებრივი სიმდიდრეა ტყე. რომლის საერთო ფონდი 2008 წლისათვის 24685 ჰექტარს შეადგენდა. 

წყალტუბოს ტერიტორიაზე არის საქვეყნოდ ცნობილი სათაფლიის ნაკრძალი, რომელიც 345 ჰექტარს მოიცავს.  სახელწოდება სათაფლია დაკავშირებულია გარეულ ფუთკართან, რომელიც სათაფლიის კლდეებზე იკეთებდა ბუდეს. 

აქ არის დინოზავრების  ნაკვალევი და კარსტული გამოქვაბული, რომელიც მდიდარია სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით. მას 270 კვ.მეტრი ფართობი უჭირავს. ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნახავთ პრომეთეს მღვიმეს. 

 წყალტუბოს ტერიტორიაზე ოთხი მოქმედი მუზეუმი ესენია: გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - ქ. წყალტუბოში, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი - სოფელ ჩუნეშში, გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმი - სოფელ დერჩში და ჯარისკაცის სახლ-მუზეუმი - სოფელ ოფშკვითში.

ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია: მე-11 საუკუნის ნათლისცემის ეკლესია სოფელ დერჩში, მე-12 საუკუნის ციხე-დარბაზი - სოფელ გეგუთში, მე-12 საუკუნის ეკლესია - სოფელ ზარათში, მე-12 საუკუნის უნიკალური ხის ეკლესიები - სოფელ ფარცხანაყანევში, სოფელ ზედა მესხეთსა და ქვედა მესხეთში.

 

წყალტუბო

საწურბლიას მღვიმე (ვიდეო)
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : ღირშესანიშნაობები

საწურბლიას მღვიმე (ვიდეო)

საწურბლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავშიპრომეთეს მღვიმიდან კმ-ში მდებარეობს.

თბილისიდან საწურბლიას მღვიმემდე მანძილი 242 კმ-იაიქ მისასვლელად ავტომანქანით ოთხ საათამდე დაგჭირდებათ

ქუთაისიდან მღვიმემდე 40 კმ-იარომელსაც ავტომანქანით ნახევარს საათში დაფარავთ. 

პრომეთეს მღვიმიდან საწურბლიამდე გზაჯერჯერობითღორღიანიათუმცა, ზაფხულის სეზონიდან მისი მოასფალტება იგეგმება.

მღვიმემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. იქ მოხვერა საკუთარი ავტომობილით ან კერძო ტაქსით შეგეძლებათ.

Linkedin