უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : ბაღდათი

სრული ინფორმაცია

ბაღდათის რაიონი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, მდინარე ხანისწყლის აუზში.

ფართობი 815 კვ. კმ.  ზღვის დონიდან 200 მ.

რაიონული ცენტრი ქ. ბაღდათი. ქ. ქუთაისიდან 25 კმ-ში. 

ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული. 

ბაღდათი ისტორიულ წყაროებში პირველად XVII საუკუნის I ნახევარში იხსენიება, თუმცა   ბაღდათის რაიონის ტერიტორიაზე უხსოვარი დროიდან უცხოვრია ადამიანს. ზეკარის ხეობაში აღმოჩენილია ნეოლითის ხანის კაჟის საყოფაცხოვრებო და საბრძოლო ნივთები.

ბაღდათის რაიონი მდიდარია ისტორიულ–ხუროთმოძღვრული ძეგლებით. ბაღდათის რეგიონში აგებულია ძირითადად ბაზილიკის ტიპის ეკლესიები და ტაძრები, თუმცა გვხვდება გუმბათოვანი ტაძრებიც.

ბაღდათის რაიონში მდებარეობს ორი კლიმატურ-ბანლეოლოგიური კურორტი „საირმე“ და „ზეკარი“.

ბაღდათის განთქმულია ვაზით და მეღვინეობით. აქ მოიპოვება ისეთი უნიკალური ტექნიკური (საღვინე) ჯიშები, როგორებიცაა: კრახუნა, ცოლიკაური, ციცქა, დონდღლაბი, კუნძა, ობჩური ძველშავი, ენდელაძის შავი, ალადასტური, ოცხანური საფერე და სხვა. ყველა ამ ჯიშებიდან დგება შესანიშნავი სუფრის ღვინოები, მზადდება პორტვეინისა და ხერესის ტიპის ღვინო-მასალები, აგრეთვე ღვინიდან იხდება მაღალხარისხოვანი ბრენდის (კონიაკის) სპირტი.

 ადმინისტრაციული ცენტრის მისამართი: წერეთლის ქ. №9

წყარო: imereti.gov.ge

ბაღდათი

ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზეუმი (ვიდეო)
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : ღირშესანიშნაობები

1000, ბაღდათი, ბაღდათის ქ. 51

(+995 590) 94 94 24

ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზეუმი (ვიდეო)

 

რუსი პოეტი, დრამატურგი, რუსული ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვლადიმერ მაიაკოვსკი საქართველოში დაიბადა.

სახლს მუზეუმი, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, 1940 წლიდან მუშაობს. აქ ინახება 5600 ექსპონატი. 

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე,  10 სთ-დან 17 სთ-მდე.

მუზეუმში შესასვლა უფასოა.

Linkedin