[2026-07-10 17:26:54] Number: 2 file_get_contents(http://www.geoplugin.net/json.gp?ip=18.97.14.88): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 403 Forbidden in /var/www/travel.kutaisipost.ge/public_html/libraries/app/application/application.php on line 1914
[2026-07-10 17:26:54] Number: 8 Trying to get property of non-object in /var/www/travel.kutaisipost.ge/public_html/libraries/app/application/application.php on line 1915
ქუთაისი
უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : სამტრედია

სრული ინფორმაცია

სამტრედიის მუნიციპალიტეტი იმერეთის რეგიონში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ფართობი 346,1 კვ.კმ.-ს შეადგენს, რომელშიც 50 დასახლებული პუნქტია. მათ შორის ერთი ქალაქი-სამტრედია, ერთი დაბა კულაში და დიდი სასოფლო საკრებულოებია:გომი, ჯიხაიში, ნაბაკევი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტი ქუთაისიდან დაშორებულია 33.3 კილომეტრით, ხოლო თბილისიდან 260 კილომეტრით.

დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან 11 კილომეტრში მდებარეობს. 

ღირსშესანიშნაობები

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია:

სამტრედია

"ნოეს კიდობანი" - ხის ეკლესია ღანირში (ვიდეო)
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : ღირშესანიშნაობები

ღანირის წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირში მდებარეობს, რომელიც  ხის ეკლესიებში ერთ-ერთი უძველესია. იგი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ააგეს.

ეკლესია საბჭოთა ტერორისგან ორსულმა ქალებმა იხსნეს. მას ოვალური ჭერი აქვს. ღანირის ხის ეკლესიას „ნოეს კიდობანსაც“ ეძახიან.

Linkedin