უკან დაბრუნება
ხალხისგან გადარჩენილი ხის ეკლესია
რეგიონი : იმერეთი
მუნიციპალიტეტი : სამტრედია
სრული ინფორმაცია
სამტრედიის მუნიციპალიტეტი იმერეთის რეგიონში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ფართობი 346,1 კვ.კმ.-ს შეადგენს, რომელშიც 50 დასახლებული პუნქტია. მათ შორის ერთი ქალაქი-სამტრედია, ერთი დაბა კულაში და დიდი სასოფლო საკრებულოებია:გომი, ჯიხაიში, ნაბაკევი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი ქუთაისიდან დაშორებულია 33.3 კილომეტრით, ხოლო თბილისიდან 260 კილომეტრით.
დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან 11 კილომეტრში მდებარეობს.
ღირსშესანიშნაობები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია:
- ტელეფისი - XI-XII საუკუნეების ციხის ნანგრევები სოფელ ტოლებში
- გამოჩინებული - წმიდა გიორგის სახელობის 1519 წლის ტაძარი საჯავახოში
- დაბლაგომის ნამოსახლარი - ანტიკური ხანის ნამოსახლარი დაბლაგომში
- შუა ბაშის წმინდა ნიკოლოზისა და ღვთისმშობლის XIX საუკუნის ტაძრები
- ჭაგნის მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის XVIII-XIX საუკუნეების ტაძრები
- ვაზისუბნის ღვთისმშობლის სახელობის XII საუკუნის ტაძარი
- ნაბაკევის ჯვარცმის სახელობის XV საუკუნის ტაძარი
- ჯიქთუბნის XV საუკუნის ტაძარი
- ჩხენიშის წმინდა გიორგის სახელობის შუა საუკუნეების ტაძარი
- ხუნჯულაურის მაცხოვრის შობის სახელობის XVII საუკუნის ტაძარი
- ნიგორზღვის წმინდა გიორგის სახელობის XVIII საუკუნის ტაძარი
- მტერჩვეულის მთავარანგელოზის სახელობის XIX საუკუნის ტაძარი
- გომმუხაყრუას XIX საუკუნის ტაძარი
- ნოღის წმინდა გიორგის სახელობის XIX საუკუნის დასასრულის ტაძარი
- კულაშის XVIII საუკუნის სინაგოგა
ხალხისგან გადარჩენილი ხის ეკლესია
რუკაზე ჩვენება
კატეგორია : ღირშესანიშნაობები
ხუნჯულაურის ხის ეკლესია სამტრედიის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარეობს.
ეკლესია სამას წელს ითვლის. იგი ხანძრისგან და რუსული საბჭოთა ტერორისგან ხალხმა იხსნა.