რეგიონი : იმერეთი
მუნიციპალიტეტი : საჩხერე
სამჩხერის მუნიციპალიტეტი იმერეთის რეგიონში მდებარეობს. საჩხერის ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, 1939 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ონისა და ამბროლაურის, აღმოსავლეთით ჯავისა და ქარელის, სამხრეთით ხაშურისა და ხარაგაულის, დასავლეთით კი ჭიათურის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება.
მუნიციპალიტეტი შედგება 13 ტერიტორიული ერთეულისგან, ესენია ქალაქი საჩხერე და 12 თემი.
საჩხერის მუნიციპალიტეტის რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია. წიაღისეულიდან მნიშვნელოვანია კვერეთის გოგირდოვანი წყლები, კვარცის ქვიშა და მარმარილო. მთავარი მდინარეებია: ყვირილა და ძირულა.
საჩხერის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული მნიშვნელობის ტურისტული ობიექტებით. სულ აღრიცხულია 127 ტურისტული ძეგლი, რომელთაგან 1, ჯრუჭის მონასტერი, საერთაშორისო მნიშვნელობისაა, 26 – რესპუბლიკური, ხოლო 100 – ადგილობრივი მნიშვნელობისა. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მუზეუმები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი სოფელ სხვიტორში, აკაკის ძიძისეული კარ–მიდამო სოფელ სავანეში, ჯურხა ნადირაძის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სოფელ სხვიტორში, პაოლო იაშვილის მემორიალური სახლისოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის მემორიალური სახლი სოფელ არგვეთში, აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახლ–მუზეუმი სოფელ კალვათაში,სასკოლო–სამხარეთმცოდნეო მუზეუმისოფელ ქორეთში და სამხარეთმცოდნეო––ეთნოგრაფიული მუზეუმი „საწერეთლო“ ქალაქ საჩხერეში.
საჩხერე მდიდარია ასევე უძველესი და უახლოეს წარსულში აგებული ეკლესია–მონასტრებით: მე–10, მე–11 საუკუნის ჯრუჭის მონასტერი სოფელ ცხომარეთში, მე–11 საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ ეხვევში, მე–11 საუკუნის სამების ეკლესია სოფელ ბაჯითში, მე–10 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ სავანეში, მე–10 საუკუნის მაცხოვრის ეკლესია სოფელ ქორეთში, მე–20 საუკუნის წმინდა ნინოს საკათედრო ტაძარი ქ. საჩხერეში, შუასაუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ ჩიხაში, მე–11 საუკუნის სამების ეკლესია სოფელ ჩიხაში, მე–11 საუკუნის ყველაწმინდის ეკლესია სოფელ დრბოში და ა.შ. ქ. საჩხერეში არის მე–17 საუკუნის ციხე–სიმაგრე მოდინახე. არქეოლოგმა ჯურხა ნადირაძემ სოფელ საირხეში არქეოლოგიური გათხრებით შედეგად დაადასტურა ჩვ.წ.აღ–მდე მე–4 ათასწლეულის პერიოდის ცივილიზაციის არსებობა საჩხერის ტერიტორიაზე.
საჩხერე - მოდი ნახე (ვიდეო)
რუკაზე ჩვენება
კატეგორია : ღირშესანიშნაობები
ქალაქი საჩხერე იმერეთის მუნიციპალიტეტში, მდ. ყვირილას ნაპირებზე მდებარეობს.
ქალაქის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია არქეოლოგიური ძეგლი ნაჩერქეზევი, რომელიც ადრინდელ ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება.
ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია XVIII საუკუნის 30-იანი წლებში აშენებული ციხე-სიმაგრე მოდინახე, იგივე მოდიმნახე.
მოდინახე იმერელმა არისტოკრატმა პაპუნა წერეთელმა ააგო მე-18 საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, სასიმამროს (დავით აბაშიძეს) პაპუნა წერეთელისათვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდინახეო“.
გარდა ამისა, ქალაქში დგას XIX საუკუნის რამდენიმე შენობა. მათ შორისაა რკინიგზის სადგურის შენობა.
1904 წელს ელისაბედ წერეთლის ინიციატივით რკინიგზის ხაზი საჩხერემდე გაიყვანეს და შესაბამისად, აშენდა რკინიგზის სადგურიც. შემორჩენილია, ასევე, ელისაბედ წერეთლის სასახლეც.