უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : ხარაგაული

სრული ინფორმაცია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი (ფართობი 913,9კმ²) მდებარეობს საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში, იმერეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.  აღმოსავლეთით ესაზღვრება ხაშურისა და საჩხერის, დასავლეთით ზესტაფონისა და ბაღდათის, ჩრდილოეთით ჭიათურისა და საჩხერის, სამხრეთით ბორჯომისა და ბაღდათის რაიონები. რაიონის ცენტრია დაბა ხარაგაული. მუნიციპალიტეტში შედის 20 ტერიტორიული ერთეული. შემავალი სოფლების რიცხვია  - 78.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მთაგორიანია.

დაბა ხარაგაულზე გადის სარკინიგზო მაგისტრალი, ხარაგაული–ძირულას 10 კილომეტრიანი საავტომობილო გზით იგი უკვავშირდება დასავლეთ–აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ საავტომობილო ტრასას.

ხარაგაულის მთავარი ბუნებრივი სიმდიდრეა ტყე, რომელსაც უკავია მთელი ფართობის 2/3- ზე მეტი (68,2%).

ხარაგაულის მნიშვნელოვანი სანახაობაა ,,ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი“. კურორტებიდან აღსანიშნავია ნუნისი და ზვარე „სამთა ნუნისი“ ელიტარული მთიანი კურორტია. მისი პოპულარობა განაპირობა თბილმა (27-28 º-c ) მინერალურ-გოგირდოვანმა წყალმა, რომელიც გამოიყენება კანის სამოძრაო ორგანოების ქრონიკული და პერიფელიური ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.

ხარაგაულის ტერიტორიაზე უხვადაა მიმოფანტულ ფეოდალური ეპოქის ძეგელები: უბისის სამნავიანი ბაზილიკა, ნუნისის ,,დედაღვთისა“, ვანის ,,წმინდა გიორგის“ და ბორითის ,,კოზმანის“ ეკლესიები. XI-XIII  სს. მნიშვნელოვანი ძეგლია ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, გედსამანიის, ტბეთის, ლაშის, ნებოძირის ეკლესიები და მრავალი სხვა.

 

ხარაგაული

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : ღირშესანიშნაობები

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 სალაშქრო მარკირებული ტურისტული მარშრუტია, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შესაძლებელია 1 დღიდან 5 დღემდე ლაშქრობის მოწყობა.

 

სალაშქრო მარშრუტების გავლისას ღამისთევა შესაძლებელია სპეციალურად მოწყობილ ტურისტულ თავშესაფრებში ან სპეციალურად გამოყოფილ საკარვე ადგილებზე კარავში. 

 

ეროვნული პარკის სალაშქრო მარშრუტებზე წასასვლელად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრებში: ბორჯომში ან ხარაგაულში. 

 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში. ის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში, მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეების ტერიტორიაზე. 

 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გამორჩეული ბიომრავალფეროვნების და მოწყვლადობის გამო. ეკორეგიონი შესულია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 35 უპირატესი ეკორეგიონის და საერთაშორისო კონსერვაციის 34 ცხელი წერტილის ნუსხაში. 

 

დაცული ტერიტორიები განლაგებულია ორი ასეთი ცხელი წერტილის (კავკასიისა და ანატოლიის) ზღვარზე. 

 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მთავარი სიმდიდრე ტყეა - ტერიტორიის 75%. აქ დაცულია კავკასიის შერეული ტყეების ხელუხლებელი მონაკვეთების დიდი ფართობები; გვხვდება უნიკალური, რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტები. 

 

პარკის დაახლოებით მეოთხედი სუბალპურ და ალპურ მდელოებს, ასევე, დეკიანს (რელიქტური კავკასიური როდოდენდრონის არყებს) უჭირავს. პარკი განსაკუთრებულად მდიდარია რელიქტური, ენდემური, იშვიათი და მოწყვლადი არა მხოლოდ ფლორის, არამედ ფაუნის სახეობებითაც. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აღრიცხულია 64 სახეობის ძუძუმწოვარი, საიდანაც 11 კავკასიის ენდემია და 8 სახეობა საქართველოს წითელს ნუსხაშია შესული. აქ 217 სახეობის გადამფრენი და მობუდარი ფრინველი გვხვდება, მათგან 13 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. დაცული ტერიტორიის ტენიან ტყეებში რეპტილიების 30 სახეობა ბინადრობს, რომელთაგან 3 დასავლეთ კავკასიის ენდემია, და 2 სახეობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. 

 

დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებულია იშვიათი თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მსხვილი ძუძუმწოვრების და ფრინველების ისეთი სახეობები და ქვესახეობები, როგორიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი, მურა დათვი და ა შ.

Linkedin