უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : ქუთაისი

სრული ინფორმაცია

ძვ.წ. XIII-VII საუკუნეებში ქუთაისი იყო საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთი მდებარე უძველესი ქართული სახელმწიფოს - კოლხას მთავარი ქალაქი. 

VIII საუკუნეში ქუთაისის ციხე-ქალაქის აშენება და მისი სატახტო ქალაქად გამოცხადება ძველი ქუთაისის ციხე-სიმაგრის ნანგრევებზე მოხდა.

საქართველოს გაერთიანების ხანიდან 978-დან - 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქს წარმოადგენდა. XVI საუკუნიდან ქუთაისი იმერეთის სამეფოს დედაქალაქია, ხოლო XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის საგუბერნიო ქალაქი. ქუთაისი იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც აერთიანებს მხარის 12 მუნიციპალიტეტს. 

ქალაქი შედარებით ახლოს იმყოფება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ისეთ მნიშვნელოვან საპორტო ქალაქებთან, როგორიცაა ფოთი და ბათუმი. ორივე ამ პუნქტთან ქუთაისს აქვს პირდაპირი სარკინიგზო და საავტომობილო კავშირი. მანძილი რკინიგზით ბათუმამდე შეადგენს 139 კმ-ს, ხოლო ფოთამდე 103 კმ-ს. მანძილი საქართველოს დედაქალაქამდე 221 კილომეტრია. უახლოესი აეროპორტი - კოპიტნარი 20 კმ-ზე. 

ქუთაისი მდებარეობს რკინიგზებისა და გზატკეცილების ხშირი ქსელის ცენტრში, ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალით იგი უკავშირდება სადგურ რიონიდან და ბროწეულიდან გამოყვანილი ორი დამოუკიდებელი ხაზით (თითოეული - 8კმ.) ამიერკავკასიის ყველა სამრეწველო ცენტრს. 

ქალაქი გაშენებულია კავკასიონის მთებიდან მომავალ მდინარე რიონზე (უძველესი სახელი ფაზისი) აღმოსავლეთის გრძედის 420 და 421 და ჩრდილოეთის განედის 420 და 171, ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 96-235 მეტრ დონეზე. 

ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქშია განლაგებული. აქ უფრო თბილი ჰავაა, ვიდრე ამავე განედზე მდებარე სხვა მეზობელ მხარეებში. 

წყარო: imereti.gov.ge

ქუთაისი

,,კლინიკა-ლჯ
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : სამედიცინო ცენტრები

ქუთაისი, ჩეჩელაშვილის №6ა

0431 31 01 11

,,კლინიკა-ლჯ

ქუთაისში მრავალპროფილიანი „კლინიკა-ლჯ“ პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალ პროფესიონალურ მომსახურეობას სთავაზობს.

ჰოსპიტალში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი, 7 საოპერაციო ბლოკი, 85 ადგილიანი რეანიმაცია და სტაციონარი.

კლინიკა აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე სტანდარტების აპარატურით.

აქ ტარდება ოპერაციები როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მიერ.  კლინიკაში ხორციელდება სტაციონარული და ამბულატორიული სერვისები. თითოეულ დეპარტამენტში გვაქვს მომსახურეობის ფართო სპექტრი და დასავლეთ ევროპის სტანდარტების შესაბამისი მაღალი დონის მკურნალობა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპის საავადმყოფოებთან და სპეციალისტებთან. „კლინიკა-ლჯ“ თანამშრომლობს ყველა სადაზღვეო კომპანიასთან და არის 2 ქართული და 2 უცხოური სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი რეგიონში, ასევე ჩვენი კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს ქართულ-გერმანულ და ქუთაისი-ნიუპორტის (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო საზოგადოებასთან. 

გვადევნეთ თვალი facebook-ზე: კლინიკა ლჯ LJ Clinic

 
 

 

Linkedin