უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : ჭიათურა

სრული ინფორმაცია

ჭიათურა მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში, იმერეთის რეგიონში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თბილისიდან 220 კმ-ის დაშორებით (რკინიგზით).

ჭიათურაში საკმაოდ ნოტიო ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა +13%, იანვარი +2%, ივლისი +23%, აბსოლუტური მინიმუმი -20, აბსოლუტური მაქსიმუმი +42 ნალექები 1100 მმ. წელიწადში.

ჭიათურის წარმოშობა და განვითარება მთლიანად  განაპირობა აქ აღმოჩენილმა მანგანუმის მდიდარმა საბადომ, თუმცა, როგორც არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს,ჭიათურის მიდამოები, ისევე,როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული.

ჭიათურაში მრავალი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია.  განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კაცხის სვეტი.(სოფ.კაცხი).მდინარე კაცხურას პირას აღმართულია ქვის გიგანტური, 40 მეტრამდე სიმაღლის სვეტი, რომლის თხემზე ასვლას მხოლოდ ალპინისტები ახერხებენ.

ჭიათურის აღმოსავლეთით კლდეშია გამოკვეთილი მე-13 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი მღვიმევის მონასტერი. აქ არსებული ღვთაების ეკლესიის შესასვლელი შემკულია ქვაზე ამოკვეთილი ულამაზესი ქართული ორნამენტებით.                                                                                

ჭიათურიდან დასავლეთით, სოფელ კაცხში მდებარეობს მეათე საუკუნის ექვსფასადიანი ეკლესია.

სალ კლდეშია გამოკვეთილი სვერის ციხე ბუნებრივი აივნითა და ქვითკირის მოაჯირით დამშვენებული. ვახუშტი ბატონიშვილის მოსაზრებით,  სვერის ციხე მერვე საუკუნეშია აგებული.

ჭიათურა მდინარია მანგანუმით. მუნიციპალიტეტში მანგანუმის საბადო პირველად გერმანელმა გეოლოგმა აკადემიკოსმა ჰერმან  აბიხმა აღმოაჩინა 1846 წელს.

გარდა მანგანუმის მადნისა, ჭიათურის რაიონი მდიდარია კვარცის სილით,რომელიც ბევრ ადგილას მძლავრი ფენების სახით გამოდის მიწის ზედაპირზე და ადვილად დასამუშავებელია.

ჭიათურა ბაგირგზების ქალაქია. არსად ისე არ  არის დაქსელილი ზეცა ბაგირგზებით,როგორც მანგანუმის ქალაქში. პირველი სამგზავრო ბაგირგზა ჭიათურაში 1900 წელს აიგო,პირველი სამგზავრო ბაგირგზა-1948 წელს.

უნიკალურია ქალაქის ცენტრში აგებული სამმხრივი მოძრაობის სამგზავრო ბაგირგზა,რომელიც აკავშირებს ქალაქის ცენტრს ტერასებად გაშენებულ განაპირა ქუჩებთან.

 

ჭიათურა

ევროპის კულტურული მარშუტების ხუთეულში ჭიათურა მოხვდა
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : ღირშესანიშნაობები

ევროპის კულტურული მარშუტების ხუთეულში ჭიათურა მოხვდა

ევროპის საბჭომ სერტიფიცირება მიანიჭა  კულტურული მარშრუტების ხუთ ახალ მარშრუტს. 

კულტურული მარშუტების ხუთეულში იმერეთიც მოხვდა. 

საუბარია ჭიათურის საბაგირო გზებზე, რომელიც ტურისტების დიდი ინტერესის საგანია. 

კულტურული მარშუტების ამის თაობაზე erih.net  - ზე გამოქვეყნდა, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის მარშუტებზე ინფორმაციებია თავმოყრილი. 

ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის სიაში ასევე  ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმიცაა დატანილი.

ჭიათურის საბაგიროს ტურისტულ პოტენციალზე 2017 წელს სიუჟეტი BBC-მ  მოამზადა.

ჭიათურაში ყოფილი საბჭოტა დროინდელი  საბაგირო ქსელი 1950-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ არ განახლებულა. მიუხედავად სიძველისა, ჭიათურელებისთვის ის დღემდე შეუცვლელი ტრანსპორტია.


წყარო: www.erih.net

Linkedin